16:56 - 07 Jul, 2026
|
2020-03-31 13:20:29, 1206 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა არ იძლევა შეშფოთების საფუძველს
ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ იძლევა შეშფოთების საფუძველს - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ ორი შემთხვევაა რომლის ინფიცირების შესაძლო წყარო უცნობია და კვლევა კიდევ მიმდინარეობს. „ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა შეშფოთების საფუძველს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ეტაპზე საინტერესოა ორი შემთხვევა, დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი კონტაქტებს შორის აღმოჩენილი, ამ ორის შემთხვევაში კი მიმდინარეობს კვლევა, რომ დადგინდეს ინფიცირების შესაძლო წყაროები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)