01:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 11:29:46, 902 ნახვა

სამართალი
შსს: კარბელაშვილმა სამართალდამცავებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც შსს–ში აცხადებენ,   საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს.  ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით,  მოგვიანებით ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია. 

გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics