|
2020-03-30 16:13:54, 1311 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ემიგრანტებზე: მუშაობა გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით
ემიგრანტებთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს და ეს მუშაობა არ შეწყდება, გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ემიგრანტების ჩამოყვანის საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და შესაბამისი რესურსების მობილიზება. „ემიგრანტებთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ჩამონათვალია იმ არაერთი მასიური ღონისძიებების, რაც ჩვენმა სახელმწიფომ ჩაატარა ემიგრანტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მუშაობა მიმდინარეობს და ეს მუშაობა არ შეწყდება, გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით. გეგმაზომიერება ამ საქმეში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ჩამოყვანის ყველა ფაქტია მოყვანილი და დაგეგმილი რეისებია გამოცხადებული, შესაბამისობაშია საკარანტინო რესურსებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია და შესაბამისი რესურსების მობილიზაცია და ჩამოყვანა არის სრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან, რათა ჩამოყვანილმა ხალხმა თავის თავს არ შეუქმნას საფრთხე და ასევე არ შეიქმნას ეს ქაოტური მდგომარეობა. ასე რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, არის უპრეცედენტო ჩვენი სახელმწიფოს შეძლების ფარგლებში და ეს შესაძლებლობები საკმაოდ გამოიხატა დადებითად ჩვენი დიასპორების წარმომადგენლების დახმარებაში ცალკეულ ქვეყნებში და ჩამონათვალი ამ ქვეყნებისა საკმაოდ ვრცელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)