23:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 12:42:05, 23119 ნახვა

ომი უკრაინაში
ფოთსა და ზუგდიდში ბლოკპოსტები დაიდგა - ავტომობილით სამ პირზე მეტის გადაადგილება აიკრძალა

ფოთსა და ზუგდიდში ყველა ავტობუსი გაჩერებულია. სამართალდამცველები ამოწმებენ და აჯარიმებენ იურიდიულ პირებს, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობას აგრძელებენ. გუშინ რამდენიმე სალონი წესების დარღვევის გამო უკვე დაჯარიმდა. 

სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავუირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები გააკონტროლებენ ბლოკ-პოსტებს მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან. რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად გაჩერდება. ამასთან, ავტომობილში ყველა უნდა იჯდეს პირბადით.

67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მცხოვრებია. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 25 მარტს მოათავსეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს - 20 მარტს დაბრუნდა საქართველოში და აქამდე ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა.

ასევე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მოთავსებულ ორივე პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, უცნობი იქნება მათი დაინფიცირების წყარო.

კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს, დაკვირვების შემდეგ გაწერეს. საავადმყოფო, ასევე დატოვა ერთი ოჯახის 4-მა წევრმა. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics