|
2020-03-28 14:54:43, 1846 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონას მკაცრად აკონტროლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას გამკაცრებული ზომებით აკონტროლებს. თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მკაცრად კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამედიცინო პერსონალი მათ პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. ხუთივე გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებულია ძლიერი ღამის განათების სისტემა, განლაგებულია რკინა-ბეტონის ბარიერები და პერიმეტრი მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დამონტაჟებულია მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში იღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ხორციელდება კარანტინის ტერიტორიის „დრონით“ შესწავლაც. ბოლნისისა და მარნეულის კარანტინის ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრული კოორდინაციით, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)