17:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 20:36:58, 3541 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი - კორონავირუსის მიერ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად შესაბამის პაკეტს უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ

ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის მიერ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად შესაბამისი პაკეტი უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი.

მისივე თქმით, მთავრობის შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაოებენ, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის ზიანი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიამ ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა.

 „დღეს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან, სადაც ჩვენ განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც  ყველაზე ძალიან დაზიანდა კორონავირუსის შედეგად და უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, პირდაპირი და კონკრეტული და რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ  ადამიანების და იმ სექტორების დასახმარებლად, რომელიც დაზიანდა ამ რეალობის შედეგად. ვხედავთ იმას, რომ აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გუშინ  გაცემული რეკომენდაცია დამატებით საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აუცილებელია იმისთვის, რომ  შენელდეს  ეპიდემიის გავრცელება და შემცირდეს რისკი ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ასეთი ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო დიდი აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს, რომ  აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რათა სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები, სწრაფად გადავლახოთ ის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და მივცეთ ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა, უფრო სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირება", - განაცადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics