01:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 12:56:31, 2232 ნახვა

ომი უკრაინაში
მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტ დარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება სრულად შეიზღუდება

სპორტ დარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება შეიზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამის უწყებებს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

„შეიზღუდება და სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპაცენტრების ფუნქციონირება. ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილებები შეზღუდვის, რომელიც იყო მიღებული, მათი მენეჯმენტის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში, რაც მოგვცემს საშუალებას, ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“ ,- განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics