17:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 22:42:47, 1880 ნახვა

პოლიტიკა
უსაფრთხოების საბჭო - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში  ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.

„ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, თუმცა საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს“, – აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics