|
2020-03-15 12:13:05, 2127 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ასეთი კრიზისის დროს ოპონირების მეთოდები განსხვავებული უნდა იყოს
"როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ამხელა საფრთხე ემუქრება,ასეთ მომენტში აბსოლუტურად ბუნებრივია საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ კონსლიდაციას უკვე ვხედავთ კიდეც. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს. "ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ასეთ დროს უნდა შეწყდეს დისკუსია და ოპონირება იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავადგათ ამ საფრთხის დასაძლევად ან შესამცირებლად. ამავე დროს, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ადამიანსა თუ ჯგუფს უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ კონტექსტში მიმდინარე დისკუსიის ტონიც და პოლიტიკური ოპონირების მეთოდებიც ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებული უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ყალბი ამბების გვერდების და ფიგურების მხრიდან გრძელდება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ნორმალური ვითარებისთვისაც კი შეუფერებელია. ამის მაგალითია ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების წინააღმდეგ ბინძური სიცრუის გავრცელება, რომ ჩვენ თითქოს აგრესიულად ვესხმით თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ისეთ ფიგურებს, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლისას საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ასეთი უტიფარი სიცრუეა თითქოს მე როდესმე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის დაპატიმრება მოვითხოვე. შესაძლოა და იმედია, რომ ამ აბსურდულ სიცრუეს ცოტა ადამიანი იჯერებს. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას და არა გაერთიანებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ახლა მაინც, თუნდაც დროებით, უარი თქვან საზოგადოებაში შუღლისა და აგრესიის დათესვაზე. - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)