|
2020-03-11 14:22:45, 2237 ნახვა
სამართალი
შპს „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელს და დირექტორს დაზარალებულების ინტერესების დაცვით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულებთან შეთანხმებით და მათი ინტერესების დაცვით, შპს „სვეტი დეველოპმენტის" დამფუძნებლის და დირექტორის, ასევე ამავე საზოგადოების დირექტორის საქმის განხილვა, პროკურატურისა და დაცვის მხარეს შორის არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება. „გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სვეტი დეველოპმენტის" მიერ დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება. დაპირების მიხედვით, უნდა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც არ შესრულდა და 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 28 თებერვლის პერიოდში, შპს „სვეტი დეველოპმენტის" დამფუძნებლის და დირექტორის გ.ჯ.-ს და ამავე საზოგადოების დირექტორის თ.ჯ.-ს მიერ, ნდობის ბოროტად მოპოვებისა და შეცდომაში შეყვანის გზით, თაღლითურად დაუფლებულ იქნა მოქალაქეთა მიერ ბინების შესაძენად გადახდილი თანხები. გ.ჯ. და თ.ჯ. გასამართლდნენ დანაშაულისთვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო მსჯავრდებულებსა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა შორის მიღწეული შეთანხმება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)