16:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 15:42:24, 3470 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - გიორგი მარგველაშვილს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ოპოზიციურ ველზე

„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მოსვლას ჩვენს შეხვედრაზე და მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შემდგომი შეთანხმებების ფორმირებაში ოპოზიციურ ველზე“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობას ბევრის გაკეთება შეუძლია კიდევ და ამ ერთიანობას აუცილებლად შეინარჩუნებენ.

„ჩვენ განვიხილეთ იმ შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც გუშინ შედგა. მეორე, რომ ჩვენ ამ შეთანხმების დეტალურ სკანირებას გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ამ შეთანხმების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ჩათვლით იყოს შესრულებული. მესამე მნისვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ, რომ მაჟორიტარების კუთხით თანამშრომლობა ძალაშია და ვაგრძელებთ ამას, მეოთხე, რომ 4 აპრილის აქცია კორონავირუსის გამო ვეღარ ჩატარდება. მეხუთე, რომ ოპოზიციის ერთიანობას ბევრის გაკეთება შეუძლია კიდევ და ამ ერთიანობას აუცილებლად შევინარჩუნებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება გიორგი მარგველაშვილის მისვლას ოპოზიციის შეხვედრაზე.

„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მოსვლას ჩვენს შეხვედრაზე და მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შემდგომი შეთანხმებების ფორმირებაში ოპოზიციურ ველზე. ამაზე უკვე დისკუსია ინდივიდუალურად გვექნება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics