16:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 15:22:42, 2430 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე - ვიდრე ზეპირი შეთანხმება წერილობით არ გაფორმდება,მშვიდად ვერ ვიქნები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის ზეპირი შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მიაღწია, კონტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში წერილობით უნდა იქნას ასახული.

როგორც ბესელია აღნიშნავს, ვიდრე კანონპროექტს სამივე მოსმენით არ მიიღებენ, მშვიდად ვერ იქნება.

„ის, რაც ზეპირი შეთანხმების სახით მოვისმინეთ, ეს ყველაფერი უნდა დაიდოს წერილობით და ოთხშაბათს უკვე უნდა დაიწყოს ინიცირების პროცესი როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში. ამდენად, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ყურადღებით რათა ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს. ვიდრე სამივე მოსმენით მიღებული არ იქნება, მე პირადად ვერ ვიტყვი რომ მშვიდად ვარ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics