12:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 16:38:11, 6254 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გააცილა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს.

სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააცილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა, სამშვიდობო მისიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეულის ჯარისკაცები კაპიტან მალხაზ აბაშიძის მეთაურობით, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics