15:02 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 14:46:10, 1885 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საზოგადოება დეპრესიაშია, ამდენმა სიძულვილმა, შეურაცხყოფამ და აგრესიამ წაიღო ენერგია

„იმის მაგივრად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალზე, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აგრესიამ, სიძულვილმა და შურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა, საზოგადოება ჩავარდა დეპრესიაში და ვეღარ ცნობს საკუთარ თავს.

„გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ამ დროს ჩვენ?

იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ.

ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.

აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება  ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.

ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics