00:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 10:31:11, 2039 ნახვა

მსოფლიო
საქართველოს შემდეგ, პუტინი აპირებს კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპირებს, კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განსაზღვროს.

როგორც „მედუზა“ იუწყება, აღნიშნული დოკუმენტი, რომლითაც კონსტიტუციაში შესწორებები შედის, პუტინმა უკვე გადაუგზავნა მთავრობას. 

„რუსეთის ფედერაცია, რომელიც აერთიანებს ათასობით ისტორიას, ინახავს წინაპრების მოგონებებს, მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას“, - წერია დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმის სპიკერმა გააცნო.

ამავე შეხვედრაზე, პუტინი ერთსქესიან ადამიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდა.

„რაც შეეხება „მშობელ №1-სა“ და „მშობელ №2 – მე ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ არ გვეყოლება „პირველი და მეორე“ მშობელი – არამედ გვეყოლება – დედა და მამა,“ - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics