|
2020-02-28 15:05:00, 2708 ნახვა
პოლიტიკა
2006 წელს, დეპორტაციის გამო, საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე რუსეთი ულტიმატუმს აყენებს
რუსეთი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, პირობებს აყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირობა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაშია ასახული, რომლის თანახმადაც, მოსკოვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება ჯერჯერობით არ შეუძლია. სამინისტროს განმარტებით, თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა ზუსტი სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და ამასთან, მოხდეს თანხის ოდენობის დაზუსტებაც. როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვში შიშობენ, რომ კომპენსაცია, შესაძლოა, იმ ადამიანებმა მიიღონ, რომელთა დაზარალებულად ცნობაც არ შეიძლება. მათივე თქმით, საქართველოს მიერ წარმოდგენილ სიაში 1795 ადამიანია, რომელთაგან 290 სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს არ შეესაბამება და საჭიროა მათი სიიდან გამორიცხვა. რუსეთი მხოლოდ სიის დაზუსტების შემდეგ შეძლებს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდას.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)