|
2020-02-26 12:37:39, 1177 ნახვა
ეკონომიკა
ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით
თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020" ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ლეშეკ ბალცეროვიჩი. ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა და ამ კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ლეშეკ ბალცეროვიჩის შეფასებით, საქართველომ ბევრს მიაღწია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის და ბიზნესის გახსნილობის კუთხით. „ეკონომიკა უნდა იყოს კერძო, სახელმწიფო მესაკუთრეობა რისკია, იმიტომ, რომ ძალიან მარტივად ხდება პოლიტიზირება საკუთრება უნდა იყოს კერძო. ამ თვალსაზრისით საქართველომ ბევრს მიაღწია. მეორე ეს არის მონოპოლიების მოშლა, გახსნილობა და ჩვენ მოვისმინეთ ის, თუ რას აკეთებს საქართველო ამ ფრონტზე", - განაცხადა თავის გახსნით სიტყვაში ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა. ამასთან, როგორც ბალცეროვიჩმა განაცხადა, სწორი რეგლამენტები და რეგულაციები, დასაქმების ზრდა, პროდუქტიულობა, ინოვაციები, კანონის უზენაესობა, პოლიტიკოსებისაგან და ბიზნესებისაგან დამოუკიდებელი პროკურატურა წარმოადგენენ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკების ზრდას მსოფლიო ქვეყნებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)