13:07 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 12:31:35, 1277 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ

„შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასთან დიალოგთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი ეხება ორ მოთხოვნას, ერთია - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი.

„აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რაიმე ტექნიკურ შეთანხმებაზე, თუ რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და შემდეგ რამდენი პროპორციული სიით შევა. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. მეორე - შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ის ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს. ამიტომ საუბარია ორ მოთხოვნაზე, ერთია - საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს დრონებმა შეუტიეს
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics