21:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 18:44:34, 2159 ნახვა

კომენტარი
ბოკერია IPSOS-ის კვლევაზე: ივანიშვილის გუნდი საზოგადოების მხრიდან მარცხისთვისაა განწირული

„ივანიშვილის გუნდი და მისი „კლოუნები“ საზოგადოების მხრიდან მარცხისთვისაა განწირული“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ფრანგული ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ფიქრობს, რომ თუ დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას შეინარჩუნებენ, მეორე ტურის ხარჯზე კვლავ ძალაუფლება ექნებათ, მაგრამ ეს არ მოხდება.

„ეს კვლევაც და ყველა კვალიფიციური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევაც გვაჩვენებს საერთო სურათს და ტენდენციას, რომ ივანიშვილის გუნდი, ეს „კლოუნები“ და ეს კაცი საზოგადოების მხრიდან არის განწირული მარცხისთვის. ამიტომ არიან ისტერიკაში და ამიტომ აქვთ ბრიყვული ილუზია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას თუ შეინარჩუნებენ მეორე ტურების ხარჯზე მაინც ექნებათ ძალაუფლება. ვერ ექნებათ, ეს კვლევაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ფრანგულმა ორგანიზაცია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10% - „ევროპულ საქართველოს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics