|
2020-02-24 14:08:53, 2248 ნახვა
ეკონომიკა
ზალკალიანი - საქართველო არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე
„საქართველო არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის ცენტრალური აზიასთან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მარშრუტების შესამცირებლად ევროპასა და აზიას შორის. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს. თუმცა ზალკალიანი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა აშშ-სა და თურქეთს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას და თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას, მისი თქმით, თურქეთის ურთიერთობებში აშშ-სთან თუ რუსეთთან ყოველთვის არის აღმასვლა და პირიქით, მაგრამ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ იცვლება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)