|
2020-02-20 17:04:46, 1327 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - 2019 წელი დასრულდა სამი მნიშვნელოვანი შედეგით - დავხარჯეთ ყველაზე მეტი, გვქონდა ყველაზე დაბალი დეფიციტი ისტორიაში და მაღალი გადაჭარბება გადასახადების შესრულების ნაწილში
„2019 წელი დასრულდა სამი მნიშვნელოვანი შედეგით - დავხარჯეთ ყველაზე მეტი, გვქონდა ყველაზე დაბალი დეფიციტი ისტორიაში და მაღალი გადაჭარბება გადასახადების შესრულების ნაწილში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ჯანსაღი და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის შედეგია. „მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, უამრავია გასაუმჯობესებელი ჩვენს სისტემაშიც, მაგრამ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, მნიშვნელოვანი და საამაყოა ეს სამი შედეგი. ეს ნიშნავს იმას, რომ მივდივართ სწორი გზით და თუ ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკა, რომ ვალი არ გაგვექცა, მაგრამ არ შევანელეთ ინვესტირების ტემპი, ხოლო გადასახადების მობილიზება გავაკეთეთ არა საგადასახადო განაკვეთების ზრდისა და საგადასახადო ტვირთის გაზრდის, არამედ თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნის გზით, ეს არის ყველაზე ჯანსაღი და ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა, რაც ჩვენი მიზანია", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)