|
2020-02-19 17:43:16, 1567 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იზრდება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა - ექსპორტი რეექსპორტის გარეშე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ 2020 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა. „პოზიტიური ტენდენციები ექსპორტის მიმართულებით გრძელდება - 2020 წლის იანვარში ექსპორტი ათი პროცენტით არის გაზრდილი გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა - ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. ამ შემთხვევაში 12.4 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ადგილობრივი ექსპორტი 177 მლნ. ამერიკულ დოლარს აჭარბებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარში იმპორტი 4.0 პროცენტით გაიზარდა და 619.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო დეფიციტი 0.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 357.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)