10:11 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 12:15:33, 1435 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე - კარგი იქნოდა გამოსულიყო ივანიშვილი და ეთქვა, რომ ირაკლი შოთაძე მისი ფავორიტია

„მიგვაჩნია, რომ შოთაძე არის ივანიშვილის კანდიდატურა და კარგი იქნება, რომ გამოსულიყო და ეთქვა ივანიშვილს, რომ ის მისი ფავორიტია“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძის თქმით, შოთაძის მთავარი ფუნქცია იქნება გააძლიეროს პროკურატურის წნეხი პოლიტიკურ ოპონეტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე.

„ჩვენ გვექნება შოთძესთან კონკრეტული შეკითხვები, როგორც პოლიტიკური ხასიათის, ასევე წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის კანდიდატურა და არა ტექნიკური უნივესტიტეტის საბჭოსი. კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს არის მისი ფავორიტი კანდიდატი.

ჩემი აზრით, შოთაძე იქნება საარჩევნო გენერალური პროკურორი და მისი მთავარი ფუნქცია იქნება, გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე, ოპოზიციის ლიდერებზე და ყველა იმ აქტიურ ადამიანზე, რომელიც მმართველი გუნდის აზრით, შეიძლება იყოს მათთვის საარჩევნო პროცესში ხელის შემშლელი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics