02:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 14:12:06, 2189 ნახვა

კომენტარი
აკაკი ბობოხიძე: „ქართულ ოცნებას“ დიალოგი შეთანხმებისთვის არ უნდა, სურს დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ვლაპარაკობთ

„„ქართულ ოცნებას“ დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის, უნდა დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს რომ ვლაპარაკობთ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით დასრულდა.

„მოლაპარაკებები ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. მას მოლაპარაკებები და დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის. მას დიალოგი უნდა მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს რომ ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, ამ ფუფუნების საშუალებას ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვერ მივცემთ. „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი დასრულებულია მათი ინიციატივით და ჩვენ გადავედით სხვა რეჟიმში. ამ რეჟიმში არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური პარტია არამარტო უნდა დავამარცხოთ, არამედ ზოგადად, უნდა გავანადგუროთ როგორც ჭირი ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოპონენტებს კვლავ მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics