03:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 20:54:31, 1299 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ, რომ ოპოზიცია ჯავშანმატარებელივით დავდგეთ ლიანდაგზე და მოვიგოთ არჩევნები

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი მწარედ დამარცხდნენ არჩევნებზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ყველა ძალა უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის საპროტესტო აქციებიც, რომ დალაგდეს საარჩევნო სტრატეგია და ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს.

„ყველა ღონე და ძალა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ოპოზიცია კარგი ჯავშანმატარებელივით დადგეს ლიანდაგზე და ერთ მხარეს იყოს შეუწყვეტელი საპროტესტო აქციები, რაც შეიძლება მძაფრი, მეორე მხარეს კი, საარჩევნო სტრატეგიის ისე დალაგება, რომ არავინ არავის კონკრენტი არ იყოს ოპოზიციაში და არჩევნები მოვიგოთ. ყველაზე მეტად აქ გვჭირდება საქართველოს მოქალაქის აქტიურობა. დიალოგი აღარ იქნება. შემდეგი ნაბიჯები იქნება საპროტესტო აქციები, დალაგება ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის, ისე, რომ ყველა ოპოზიური პარტია იყოს მოკავშირე, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს ერთი კანდიდატი, ეს სამუშაო თბილისზე უკვე დაწყებულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი მწარედ დამარცხდნენ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics