20:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 16:12:34, 4283 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარიაში ჰომოფობია სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა

შვეიცარიაში, რეფერენდუმზე, მოსახლეობის 63%-მდე მხარი დაუჭირა კანონს, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

კანონის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ უფლებებს გადააჭარბებენ ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური თვალსაზრისით, დაისჯებიან. კანონდამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე.

რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, აღიარებენ დამარცხებას, რადგან კანონპროექტი გატანილი იყო საჯაროდ და ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველას.

ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სხვა სოციალური უმცირესობებისთვისაც.

 „ჩვენ ვაღიარებთ შედეგს, მათ როგორც ჩანს შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ კანონის მიღების შემთხვევაში უფრო დაცული იქნებიან ლგბტ წარმომადგენლები, ჩვენ არ ვეთანხმებით მათ, მაგრამ როგორც ჩანს ეს არგუმენტი ვერ გახდა გადამწყვეტი, ახლა კანონის თანახმად , სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაცია, მათი დამცირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , როგორიცაა რესტორანი, კინოთეატრი , საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან სასტუმრო ემუქრებათ სასჯელი სისხლის სამართლის მუხლით“, - განაცხადა რელიგიური გაერთიანების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics