07:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 12:41:28, 1259 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - თუ ოპოზიციაც ჩვენს შეთავაზებას 100/50-ზე უყურებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, მას მხარი უნდა დაუჭირონ

„თუ ოპოზიციაც ჩვენს შეთავაზებას 100/50-ზე უყურებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, მას მხარი უნდა დაუჭირონ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის მიერ გაერთიანებულული ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი 100/50-ზე ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზეა დაფუძნებული.

„ჩვენ ამ მოსაზრებებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რომ აუცილებელია დიალოგი, ამისთვის მზად ვართ. ამიტომაც ჩვენ არ დავხურეთ კარი დიალოგისთვის. ამიტომ არის ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისული ვერსია და არა ისეთი ვერსია, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება მიუღებელი. ეს ჩვენი ვერსია ეფუძნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ამიტომ, თუკი ოპოზიციაც ამ ყველაფერს უყურებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, ვფიქრობ, რომ მათ უნდა დაუჭირონ მხარი ამ შეთავაზებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზა. უმრავლესობამ შეთავაზებული მოდელი არ მიიღო და ამის სანაცვლოდ ოპოზიციას საკუთარი საარჩევნო მოდელი შესთავაზა, რომელიც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics