06:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 11:17:57, 2063 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის კონგრესში საქართველოსადმი არსებობს ნდობა, ოპტიმიზმი და დიდი მხარდაჭერა

„საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი“, - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

თავალკვაძის თქმით, კითხვები, რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია.

„ძალიან დატვირთული დღე იყო შეხვედრებით. ჩვენ შევხვდით კონგრესის და სენატის წევრებს და პირველ რიგში, სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და რა თქმა უნდა, ამას, მომავალშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics