07:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 17:17:28, 1305 ნახვა

კომენტარი
რეზო არველაძე ჯანდაცვის მინისტრს: მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა ბავშვები

„შეიძლება მე მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, - ამ კითხვით მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რეზო არველაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და ამ ფონზე ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების მიღების კუთხით.

 „მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში მთავარი პრობლემაა სიღარიბე. ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ასევე სამედიცინო მომსახურების საკითხებში. მე განმარტებაც გავაკეთე, რომ ამისთვის არის გამოყოფილი 70 მილიონი ლარი, ყოველთვიურად ასეთ ბავშვებს ეძლევათ კვების ბარათები. არსებობს სხვა პროგრამებიც. თუმცა შეიძლება მე მეშლება და მე მინდა თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, - განაცხადა რეზო არველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ დეპუტატმა რეზო არველაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ და თუ შიმშილობენ, მათ ოპოზიცია აშიმშილებს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics