06:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 13:16:36, 1487 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი ჯიმ რიში ზალკალიანთან შეხვედრაზე - მოგვცეს გარანტიები, რომ დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმები გატარდება

„ჩვენ დემოკრატიული რეფომრების გატარებაზეც ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, მდგომარეობას დავაკვირდებით“, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

რიში აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნების შესახებაც ისაუბრეს და ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საკუთარ პოზიციას  გამოხატავს.

„ჩვენ გვჯეროდა, რომ 2012 წლის არჩევნებზე ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა. თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ.

ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics