06:35 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 10:30:53, 1278 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast მიიღებს მონაწილეობას.

არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს .

შეხვედრები ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ბროკ ბიერმანთან, ორგანიზაცია Trammo Inc–ის აღმასრულებელ დირექტორთან ედუარდ ვეინერთან და ექსპერტებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შეხვდება და ასევე ვაშინგტონის ქართული მემკვიდრეობის აკადემიას ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics