|
2020-02-03 16:45:20, 1337 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - სირცხვილი ის არის, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვებს რომ უკეთებენ
„ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები სხვა ვინმეს სირცხვილის კორიდორებს რომ უკეთებენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ თავიანთი პოზიციების გასამყარებლად არგუმენტები არ აქვთ. „ალბათ ნამდვილი სირცხვილი ის არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები სხვა ვინმეს სირცხვილის კორიდორებს, რომ უკეთებენ. თუმცა დემოკრატიაში რაღაცა ფასის გადახდა ყველა სახელმწიფოს უწევს, ვისაც უნდა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული ღირებულეების ერთგულება. მაგრამ თუ მათ ნამდვილად უნდათ, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდეთ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, მათ შეუძლიათ ეს 30 და 40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ და და შემოვიდნენ, აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე, იმაზე იყო თუ არა შეცდომა, იყო თუ არა დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტიების შეუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი თუ პირიქით ეს იყო ნამდვილი შიდადემოკრატიული ნაბიჯი. ამ თემებზე სალაპარაკოდ ისინი პარლამენტში არ შემოდიან ერთადერთი მიზეზით, რომ ამ არგუმენტებში ისინი საბოლოოდ აუცილებლად დამარცხდებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, ხვალ, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად იხსნება. როგორც ცნობილია, პლენარული სხდომის პარალელურად, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს წინ „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავს.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)