05:16 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 14:45:15, 1795 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის პიკეტირებას არ აქვს კავშირი საარჩევნო მოდელზე მსჯელობასთან

„ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს არ არის პარლამენტის პიკეტირება, ეს არის იმ საკითხების პიკეტირება, რომლებიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და შეასრულოს ფუნქცია ხალხისა და ქვეყნის წინაშე.

„ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია, კერძოდ, ეს არის სოფლის მეურნეობის საკითხები, ასევე ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი ფუნქცია შეასრულოს ხალხისა და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება. ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ, რაც ტყუილია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics