|
2020-01-29 13:52:07, 1261 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილმა ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს პრეზიდენტობა
„ჩვენ გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში“- ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას. მისი თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებითვის საფრთხეს წარმოადგენს და მან ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს პრეზიდენტობა. „მრცხვენია, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, მაინც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ამ ქალბატონს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. იმედი მაქვს, პასუხისმგებლობას გრძნობს ყველა ადამიანი, ვინც დაშინებით, იძულებით თუ თავისი ნებით მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს. სირცხვილია და მე ვფიქრობ, რომ ვადაზე ადრე უნდა დაასრულოს მან საპრეზიდენტო სტატუსი, რადგან ეს არის საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვყავს რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში, ეს ცალსახაა, ფაქტია და უკვე დადასტურებულია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)