12:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 09:42:10, 583 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დაიწყო.

ღონისძიება შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე ნიკ უილკესმა გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, 5 დღიანი კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს მონაწილეებს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვისა და საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითადი პრინციპები და საკანონმდებლო ჩარჩო.

კურსს დიდი ბრიტანეთის საზღვაო ომის წარმოების სკოლის ექსპერტები გაუძღვებიან. ქართული საჯარო უწყებების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics