01:37 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 16:24:58, 2400 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ სახე ბასიაშვილი რომ შემოვა პარლამენტში, ვკითხავთ, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, ბადრი ბასიაშვილი რომ შემოვა პარლამენტში, მერე ვკითხავთ მას, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბადრი ბასიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა ფორმალურია.

„საქმე როდესაც ეხება, უნდა დაუჭიროს თუ რა რომელიმე მოქალაქემ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“, მან უნდა იცოდეს, რომ ის აძლევს ხმას ბადრი ბასიაშვილს, ნიკა მელიას და ა.შ. ეს არის ამომრჩევლის პასუხისმგებლობა, რომლის რევიზია საქართველოს პარლამენტსა და მის წევრებს არ გვევალება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ბადრი ბასიაშვილი რომ შემოვა პარლამენტში, მერე ვკითხავთ მას, აგონდება თუ არა კარალეთის დღეები და მერე ლურჯმა კამარამ რა ემოციები გამოიწვია მასში და ა.შ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics