|
2020-01-10 13:57:41, 12698 ნახვა
Lifestyle
მადამ ტიუსოს მუზეუმმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ფიგურები სამეფო კუთხიდან აიღო
ლონდონის მადამ ტიუსოს მუზეუმმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ფიგურები სამეფო კუთხიდან აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს. მუზეუმის ხელმძღვანელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ მაღალი რანგის სამეფო სტატუსს ტოვებენ. ლონდონდში მდებარე მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცვილის ფიგურები დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული, თუმცა წყვილის გადაწყვეტილების შემდეგ მუზეუმმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებების აღება გადაწყვიტა. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები მადამ ტიუსოს მუზეუმში გასული წლის 9 მაისს, წყვილის სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე განათავსეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)