17:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 13:11:08, 3290 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს", - წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics