|
2019-12-27 19:15:31, 3129 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: მიკვირს, რატომ არ გადადგა პროკურატურამ ნაბიჯები, ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე
„მიკვირს, აქამდე რატომ არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობაზე გამოძიებაა დაიწყებული. სოფო კილაძის თქმით, მას კითხვები ეკა ბესელიას კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით მაშინ გაუმრავლდა, როდესაც გახდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. „არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია, რომ როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გავხდი, კითხვები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ბესელიას მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი. ეს იყო საფუძველი, რომ ბესელიამ აღმიქვა პირად მტრად და აბსოლუტურად ყველგან, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩემი სახელის დისკრედიტაციას ახდენდა. ამის მიზეზი იყო მარტივი, რომ მე, ახალმა მოსულმა პოლიტიკოსმა გავბედე მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი“, – განაცხადა კილაძემ. მისივე თქმით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ კითხვებს პასუხი გასცემოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ბესელია პირად მტრად აღმიქვამდა, ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო არ არის და დადებითად არ ვარ იმ პროცესზე განწყობილი, რომელიც შეიძლება, დაიწყო და შეიძლება დაიწყოს კიდეც. ვალდებული ვარ, შესაბამის უწყებებს მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ დაინტერესდებიან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)