17:28 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 16:03:43, 1444 ნახვა

პოლიტიკა
პაატა დავითაია: ზურაბიშვილს ვურჩევ, ქართულ ჯარზე რუსი ექსპერტების შეფასებებს უსმინოს

„მე შემიძლია, ზურაბიშვილს ვურჩიო, უსმინოს რუს ექსპერტებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“,- ასე ეხმაურება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი, პაატა დავითაია ქართულ ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი შეფასებით, მხედართმთავრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება აბსოლუტური კატასტროფაა.

"მე შემიძლია, ქალბატონ ზურაბიშვილს ვურჩიო, უსმინოს რუს ექსპერტებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როგორი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და თუ როგორი ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს, რომელსაც აფასებენ რუსი ექსპერტები. მხედართმთავრისგან განცხადების გაკეთება, რომ ჯარი არ გვყავს და არ გვეყოლება, აბსოლუტური კატასტროფაა," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა  თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics