15:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 17:20:17, 1432 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: გვარამია დიდი ხანია ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა

„ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას სუს-ში დაბარების ფაქტს.

მისი თქმით, სუს-ი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული.

„მგონი გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე და შესაბამისად, ის რაც სრულიად შეესაბამება მისი გამოხატვის თავისუფლებას სუს-მა გადააქცია პოტენციურად სამართლებრივი შევიწროების მიზეზად. ეს არის იმ ქვეყნის სუს-ი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს იმ საქმით, რომელიც მას ევალება, ის არის პირდაპირ პოლიტიკური შევიწროების და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის ხელში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics