14:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 13:00:38, 1322 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ჩიქოვანი: არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა და შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად რეაგირებს იმ პრობლემებზე, რომელიც გააჩნია ბიზნესსექტორს. ერთ-ერთი მათგანი უკანასკნელ პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელდა, ეს იყო მომართვა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სახელზე იყო გაჟღერებული არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისგან და ეხებოდა მარკირების საკითხს. შედგა ინტენსიური კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენისა და ამ სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე რეჟიმში მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდა. შესაბამისად, ეს არის პოზიტიური და დადებითი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics