|
2019-11-29 10:44:17, 1629 ნახვა
კომენტარი
ვაჟა სირაძე: რკინის ჯებირების აღმართვას ჯერ არ ვაპირებთ
„რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ. „ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას, ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად, მოვუწოდებთ რომ დაიცვან კანონი“, - ამბობს ვაჟა სირაძე. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე შეიკრიბნენ და შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა უკვე პარლამენტში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)