|
2019-11-27 18:53:41, 1948 ნახვა
კომენტარი
ბოკერია პანკისზე: ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის და მისი სამარცხვინო რეჟიმის
„ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისის ხეობაში და მთლიანად ქვეყანაში არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო რეჟიმის“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პანკისში მომხდარ ტრაგედიას. მისი თქმით, ავტომატურად იმის თქმა, რომ მომხდარზე პასუხილმგებელი მთავრობაა არასწორია. „ამ ტიპის ტრაგედია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის იმ ქვეყანაშიც, სადაც ყველაფერი ფუნდამენტურად წესრიგშია. ავტომატურად იმაზე საუბარი, რომ მთავრობაა პასუხისმგებელი არ არის სწორი. მაგრამ ყველა მონაცემით, რაც გააჩნია მედიას, საზოგადოებას, ჩვენც, ეს ტრაგედია პირდაპირ უკავშირდება იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდა პანკისის ხეობაში არც თუ ისე დიდი ხნის წინ და რომელიც დაკავშირებულია ჰესების მშენებლობასთან. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ტრაგედია, ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისის ხეობაში და მთლიანად ქვეყანაში არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო რეჟიმის“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს პანკისში რამდენიმე გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 პირი მოკლეს, 4 კი დაიჭრა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხზე განსხვავებულ პოზიციებს მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)