19:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 13:31:12, 2629 ნახვა

ეკონომიკა
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 255.1 მლნ ევრო გამოყო

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდგომი განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკი განაგრძობს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას.  

დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა მიიმართება შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე. პროექტის ფარგლებში აშენდება 14 ხიდი და 12 გვირაბი.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებაზეც.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics