11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 12:33:32, 2559 ნახვა

რეგიონი
ნახევარმილიარდიანი მულტიფუნქციური კომპლექსი ქობულეთში - „მწვანე ქალაქის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექისის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.

კომპანია ,,გრინ რეზორტი" პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების  დაწყებას უახლოეს პერიოდში  გეგმავს. აღნიშნული ვილა შოურუმისა და კომპანიის ადგილობრივი ოფისის ფუნქციებს შეასრულებს. წელსვე იგეგმება კომპლექსის შიდა გზის და კომუნიკაციების სამუშაოების დაწყებაც.

აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება.

,,მწვანე ქალაქის" პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ. ,,გრინ რეზორტის" მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები.

 

 

 

(NS)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics