06:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 23:15:03, 1638 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: 14 ნოემბერი - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და პოლარიზაციისკენ

„კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ“, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას და აღნიშნული გამო ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს.

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - წერს კვირიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ სანამ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები არ დაინიშნება, არ დაიშლებიან. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics