21:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 14:04:35, 1681 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკისა სამინისტროს ინოვაციების მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ, სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ BioChimPharm (BCP) ინოვაციების სააგენტოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ საგრანტო კონკურსში პროექტით PowerPhage™ გაიმარჯვა.

BioChimPharm (BCP)  ანტიბიოტიკების ბუნებრივი ალტერნატივის (sustainable alternative to antibiotics) შექმნითა და წარმოებით არის დაკავებული,  PowerPhage™ - ი  კი ინოვაციური ვეტერინარული პროდუქტია, რომელიც საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიაში, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში ანტიბიოტიკების ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა, უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივით - ფაგებით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან. 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics