07:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 14:20:53, 941 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში სექტემბრიდან С ჰეპატიტის ახალი სამკურნალო მედიკამენტი „ჰარვონი“ შემოვა

საქართველოში სექტემბრიდან С ჰეპატიტის ახალი სამკურნალო მედიკამენტი „ჰარვონი“ შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი „სოფუსბუვირზე“ ბევრად უფრო ეფექტურია.

„საზოგადოებაში იყო კითხვები, რომ რატომ დავიწყეთ მკურნალობა „სოფუსბუვირით“, თუ „ჰარვონი“ უფრო ეფექტურია. შარშან მეც მიჭირდა ამ პროექტის მასშტაბების წარმოდგენა, თუ რამხელა შესაძლებლობები იქნებოდა, ამას ბევრი რესურსი დასჭირდა. თუმცა „ჰარვონის“ რეგისტრაციასა და შემოტანასაც გარკვეული დროითი რესურსი სჭირდებოდა. ვფიქრობ, ძალიან მალე მივახმართ ბევრად უფრო ეფექტურ მედიკამენტს ჩვენს პატიენტებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლეში 7 ათასზე მეტი პაციენტი დარეგისტრირდა, მკურნალობა კი 1700-მა დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics