|
2019-10-28 17:58:20, 3104 ნახვა
პოლიტიკა
გოგუაძე: იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტები განიხილა და დაამტკიცა. „პროპორციულ სისტემის შემოღებას მრავალი წელი ელოდებოდა საზოგადოება, თუმცა ამ დრომდე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. მიზეზიც მარტივი იყო - პროპორციული სისტემა გამორიცხავს ხელისუფლების კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ძალაუფლება არ ეთმობოდა. რას ნიშნავს „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა ბუნებრივი (0%) ბარიერით: ➡პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებზე 13 000 ამომრჩევლის მხარდაჭერას მაინც მიიღებს; ➡არჩევნების შემდგომ, საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასაც მოუწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა გადაწყვეტილებების მისაღებად; ➡საზოგადოების ყველა ჯგუფს ეყოლება მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკოსი პარლამენტში. იქნება მეტი განსხვავებული მოსაზრება და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი; ➡გაჩნდება ფუნდამენტურად ახალი გარემო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის ქვეყანაში. კიდევ უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო არჩევნები 2016 წელს, ნაცვლად 3 პოლიტიკური პარტიისა, პარლამენტში 10 პოლიტიკური პარტია იქნებოდა წარმოდგენილი", -განაცხადა იურიდიული კომიტეტის წევრმა, ნინო გოგუაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)